ცოტა ხნის წინ პოპულარულმა პლატფორმამ - Architizer-მა პორტუგალიაში საუკეთესო 25 არქიტექტურული ფირმა გამოავლინა. შეფასების მთავარი კრიტერიუმი Architizer-ის სხვადასხვა კონკურსებში მოპოვებული წარმატება იყო.

 

პორტუგალია მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არაერთი ისტორიული არქიტექტურული მიმდინარეობის ნიმუშს ინახავს. ამასთანავე, პორტუგალიაში მოდერნიზმის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, რომლის გავლენა თანამედროვე პორტუგალიელ არქიტექტორებზეც აშკარაა. Architizer-ის ეს სია, პლატფორმის შთამბეჭდავი არქივის მიხედვით, თანამედროვე “ინდუსტრიის ლიდერ” არქიტექტურულ ფირმებს ასახავს.


1. Mario Martins Atelier

 

ამ კომპანიას Architizer-ის არაერთი პრესტიჟული პრიზი აქვს მოპოვებული და პორტუგალიაში უკვე 30 წელია, რაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, კომპანია ერთგვარ ინსტიტუციად იქცა, რომელიც ახალი თაობის არქიტექტორებს “ზრდის”. Mario Martins Atelier-ს თითქმის ყველა ტიპის პროექტზე მუშაობდა - ტურისტული და ურბანული სივრცეებით დაწყებული, კერძო სახლებით დამთავრებული. 


2. Fala Atelier

 

Fala Atelier-ის მიხედვით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია “ნაივური არქიტექტურული პრაქტიკა”, რომლის ფარგლებშიც არქიტექტორები ძირითადად პრაქტიკით მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობიან და არა ზოგად ტენდენციებს და რაიმე თეორიულ ჩარჩოს. სწორედ ამიტომ, Fala Atelier-ის პროექტები ხშირად “არასრულყოფილად”, მაგრამ სრულფასოვნად გამოიყურება. 


3. Aires Mateus

 

Aires Mateus e Associados ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტუგალიური არქიტექტურული კომპანიაა, რომელიც მუშაობს როგორც საცხოვრებელ ფართებზე, ისე საჯარო სივრცეებზე. კომპანიის პროექტები ხშირად “რადიკალურად” მინიმალისტურია და იდეალურად ასახავს ცნობილ ფრაზას - “Less is more”. 


4. Rebelo de Anrade

 

ლისაბონში დაფუძნებული კომპანია ძირითადად კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებზე მუშაობს. გარდა  ამისა, Rebelo de Anrade სხვა კომპანიების შეკვეთებსაც ასრულებს და საჯარო თუ კერძო სექტორებისთვის ქმნის დაგეგმარების პროექტებს, ასევე ინტერიერის და ავეჯის დიზაინს. 



5. Plano Humano Arquitectos

 

კომპანიის მთავარი მიზანი “რთული ფორმების” უარყოფაა. კომპანიის მიხედვით, დეტალებისადმი ყურადღება, სივრცეების ოპტიმალური გამოყენება და თანამედროვე ტექნოლოგიები ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა, რომელიც ერთდროულად “რთულიცაა” და მინიმალისტურიც. 


6. Tiago do Vale Arquitectos

 

“სუფთა არქიტექტურა, რომელიც ნაცნობ ამბავს ჰყვება”, ეს არის ერთგვარი “მოტო”, რომელსაც Tiago do Vale Arquitectos მიჰყვება. საცხოვრებელი ფართების გარდა, კომპანია მუშაობს ავეჯის და ინდუსტრიულ დიზაინზეც. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანობა, ურბანული რეაბილიტაცია და ენერგეტიკული თვითმყოფადობა. 


7. ARX Arquitectos

 

ARX Arquitectos სხვადასხვა ტიპის და ზომის პროექტებზე მუშაობს - დაწყებული საცხოვრებელი სახლებით, სავაჭრო სივრცეებით დამთავრებული. კომპანია ინოვაციას და პროგრესს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ ARX Arquitectos-ის პროექტები ძალიან მრავალფეროვანია.


8. Promontorio

 

Promontorio ლისაბონში 1990 წელს დაარსებული ექსპერიმენტული სტუდიაა, რომელიც არქიტექტორების, ურბანისტების, ლანდშაფტის და ინტერიერის დიზაინერების ჯგუფებით არის დაკომპლექტებული. Promontorio-ს პროექტებში მუდმივად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მდგრადობას, ისევე როგორც თვითმყოფადობას და ხშირად შედარებით მცირე ბიუჯეტის ფარგლებში. 


9. NOARQ

 

პორტოში დაარსებული კომპანია დიდ ყურადღებას ანიჭებს არქიტექტურული ნაგებობების გარემოზე გავლენას, ისევე როგორც ხელნაკეთი დეტალების მნიშვნელობას.  NOARQ-ის პროექტები ხშირად მინიმალისტურია და ბუნებრივი მასალების გამოყენებას ეყრდნობა. 


10. Estudio AMATAM

 

ახალგაზრდა არქიტექტორების - მანუელა ტამბორინოსა და ჟოაო ესკალიერას დაარსებული კომპანიის მთავარი მიზანია, არქიტექტურა ხელოვნებად აქციოს. კომპანია ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა არქიტექტორებთან და ექსპრესიულ პროექტებს ქმნის. 

 

11. FAHR 021.3

 

FAHR 021.3 ორი არქიტექტორის, ფილიპა ფროი ალმეიდას და ჰუგო რეისის თანამშრომლობით შეიქმნა. სტუდიის ექსპრესიული ნაგებობები და ინსტალაციები ხშირად “მოულოდნელ” ადგილებში ხვდება, რომელიც ამა თუ იმ  ადგილს ახალი პერსპექტივით გვაჩვენებს. 


12. Barbosa & Guimaraes Architects 

 

ეს კომპანია მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობს - დაწყებული სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებით და საცხოვრებელი ფართებით, დამთავრებული სპორტული დარბაზებით. კომპანია მუდმივად იყენებს ინოვაციურ სამშენებლო ტექნოლოგიებს და თანამედროვე დიზაინის ელემენტებს. 


13. Marlene Uldshmidt Architects

 

ეს პორტუგალიური კომპანია კლიენტებთან ახლო თანამშრომლობით გამოირჩევა. უშუალოდ რომელიმე პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, არქიტექტორების და დიზაინერების გუნდი კლიენტებისგან მაქსიმალურად აგროვებს ზოგად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სურთ, როგორ ემოციურ დატვირთვას უნდა ატარებდეს შენობა, რაც შემდგომ ფორმებად, ზოგად მონახაზად და ბოლოს, საბოლოო პროექტად ყალიბდება. 


14. Ventura + Partners

 

კომპანია 1994 წელს მანუელ ვენტურამ დააარსა და მას შემდეგ Ventura + Partners ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირებს. კომპანიის მიზანი კი უცვლელი დარჩა: არქიტექტურის, დიზაინის და ურბანიზმის განვითარება. 25 წლის მანძილზე კომპანია სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს, 12-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 


15. Guedes Cruz Architects

 

Guedes Cruz Architects-ის მთავარი მიზანი ისეთი პროექტების მშენებლობაა, რომელიც რაციონალურობას, ფუნქციურობას და ხელოვნებას აერთიანებს. ამასთანავე, კომპანიას არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს, რომელიც არქიტექტორების ახალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს. 


16. Antonio Costa Lima Arquitectos

 

Antonio Costa Lima Arquitectos მრავალდისციპლინური ატელიეა, რომელიც არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, რესტავრატორების და ინჟინრების გუნდებს აერთიანებს. მშენებლობის გარდა, კომპანია ურბანული დაგეგმარების, რეაბილიტაციის და რესტავრაციის პროექტებსაც ახორციელებს. 


17. Spaceworkers

 

Spacework-ის მთავარი გამოწვევა, კომპანიის ხელმძღვანელების ენრიკე მარკესის და რუი დინისის თქმით, თანამედროვე არქიტექტურაში ახალი პარადიგმების ძიებაა, რაც მიზნად ფორმებს და ემოციებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას ისახავს. კომპანიის ნამუშევრების უმეტესობა პორტუგალიაში, Paredes-ის რეგიონში გვხვდება. 


18. Manuel Tojal Architects

 

ეს არქიტექტურული სტუდია 2014 წელს დაარსდა და პრაქტიკულად ყველა მასშტაბის პროექტებზე მუშაობს, კერძო სახლებით და საცხოვრებელი კორპუსებით დაწყებული, საჯარო სივრცეებით დამთავრებული. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “თვითმყოფადობის” იდეა და Manuel Tojal Architects-ის არაერთი პროექტი ეკოლოგიურად სუფთაა და ემისიების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. 


19. Paulo Martins Arq & Design

 

ეს არქიტექტურული კომპანია გამოირჩევა სხვადასხვა გარემოების ბუნებრივი კონტექსტისადმი სენსიტიურობით. მშენებლობის დაწყებამდე კომპანია აქტიურად აწარმოებს კვლევებს, რათა შენობები გარემოსთან ჰარმონიაში იყოს. 


20. Bak Gordon Arquitectos

 

ეს კომპანია, შემოკლებით BGA 2002, წელს რიკარდო ბაკ გორდონმა დააფუძნა. BGA ძირითადად დიდ საცხოვრებელ სახლებს და საჯარო დაწესებულებებს აშენებს. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის პროექტები ადგილობრივი კონტექსტის მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება და მშენებლობაში ადგილობრივ სამშენებლო მასალას იყენებს. 


21. Carvalho Araujo

 

Caravalho Araujo-ს ოფისები ბრაზილიაში და პორტუგალიაში მდებარეობს და კომპანიის არქიტექტურული პროექტები ძირითადად თანამედროვე ბრაზილიური და პორტუგალიური დიზაინის ელემენტების შერწყმაა. Caravalho Araujo-ს პროექტები გამოირჩევა ბუნებასთან ჰარმონიით და მინიმალისტური სტილით, რომელიც სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას ისახავს მიზნად. 

 

 

22. A2OFFICE

 

ეს პატარა სტუდია შედარებით მცირე ზომის პროექტებზე მუშაობს და საჯარო სივრცეების გარდაქმნას ისახავს მიზნად. კომპანია Porto-ში მდებარეობს და მათი ნამუშევრების უმეტესობა სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი.


23. Arkstudio

 

Arkstudio “მულტიდისციპლინური პლატფორმაა”, რომელიც არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს და ფოტოგრაფიას აერთიანებს. კომპანია გარდა იმისა, რომ ულამაზეს სახლებს აშენებს, ერთგვარი კვლევითი ორგანიზაციაცაა, რომელიც სივრცეების ეფექტურად გამოყენების და თერაპიული გარემოს შექმნის მეთოდებზე მუშაობს. 


24. M2 Senos

 

ეს კომპანია სოფია და რიკარდო სენოსებმა 2007 წელს დააარსეს. M2 Senos-ს არქიტექტორების, ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინერების რამდენიმე ჯგუფი ჰყავს, რომლებიც კომპანიის პროექტებში ყველა - დიდ თუ მცირე დეტალზე მუშაობენ. 


25. SAMF Arquitectos

 

1999 წელს სარა ანტუნესმა და მარიო ფერიერამ დააფუძნეს. კომპანია ძირითადად კერძო სახლებს აშენებს, თუმცა SAMF Arquitectos-ს საოფისე ფართები, სკოლები და ეკლესიებიც კი აუშენებია. 

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Architizer