Strange Way of Life პედრო ალმოდოვარის გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართება. მთავარ როლებს კი პედრო პასკალი, ითან ჰოქი და მანუ როსი შეასრულებენ. ფილმის კოსტიუმის დიზაინზე კი Yves Saint Laurent-ის დიზაინერი - ანტონი ვაკმუშაობდა.


აღსანიშნავია, რომ ალმოდოვარს Brokeback Mountain უნდა გადაეღო, თუმცა სტუდიასთან უთანხმოების გამო, თანამშრომლობა ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ალმოდოვარმა “ქვიარ ვესტერნის” საკუთარი ხედვის განხორციელება მაინც შეძლო. Strange Way of Life-ის ჩვენება კანის კინოფესტივალზე 16 მაისს გაიმართება. ინფორმაციას რეჟისორი Dua Lipa-ს პოდკასტში ადასტურებს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე