რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დანიაში ამოვყოფდი თავს. წინა ზაფხულს საწოლი ფანჯარასთან დავდგი, მუსიკის მოსმენისას ვარსკვლავები რომ დამენახა. ვარსკვლავებთან ერთად ცაზე თვითმფრინავი გამოჩნდებოდა ხოლმე, რომელიც ჩემთვის უცნობი მიმართულებით მიფრინავდა. ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ სად მიდის? ნეტავ იმ თითმფრინავში ახლა მე ვიყო! ამიხდა ელგამომცემლობის, „ჩაიხანას“ დახმარებით. დანიას თავისებური სურნელი აქვს, ჩემთვის უცხო და ნოვატორული, თუმცა უკვე ნაცნობი. კოპენჰაგენიდან ორჰუსში რომ მოვხვედრილიყავით ჯერ ავტობუსით, ხოლო შემდეგ გემით უნდა გვემგზავრა.
ავტობუსით ლამაზ სოფლებს გაივლიდი, გზიდან ულამაზესი სახლები და ზღვა მოჩანდა, რომლებიც თითქოს ერთმანეთს ერწყმოდნენ.
რამდენიმე ხანში შუა ზღვაში აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ მე, მუსიკა, ტალღები და ჩემი ფიქრები დავრჩით.
როგორც კი ორჰუსში ჩავედით, ის საწოლი ავირჩიე, რომელიც ფანჯარასთან ახლოს იდგა, რათა ისევ ვარსკვლავებისთვის მეცქირა.
ორჰუსზე იმას ვიტყვი, რომ ის პატარა მუზეუმია, რომელიც დანიელთა ისტორიას ინახავს, სადაც უამრავი ხალხი ველოსიპედით დადის და შესანიშნავი სურნელი ტრიალებს.
დაწერე კომენტარი