ცოცხალი ვიდეოსტრიმინგი არ არის განსაკუთრებულად ახალი ცნება,

პირველი ონლაინ ვიდეოსტრიმები 2000-იანების დასაწყისში გამოჩნდა და გარდა მსხვილი კორპორაციებისა (მაგალითად, იაპონიის საზ. მაუწყებელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ონლაინმაუწყებლობა დაიწყო ინტერნეტში), არსებობდნენ ენთუზიასტები, როგორიც ალექს ჰილინგერია, რომელმაც  წამოიწყო იმ დროისათვის ფუტურისტული პროექტი Groovetech Radio.

“გრუვთექი” სიეტლის, სიდნეის და ლონდონის სტუდიიდან ანდერგრაუნდ მუსიკასთან ერთად, დიჯეების მუშაობის პროცესსაც სტრიმავდა და შუალედებში ICQ-ს დახმარებით  საშუალებას გაძლევდა დიჯეის გასაუბრებოდი. სტრიმინგის ასეთი პიონერები ფაქტობრივად ორ-სამ წელიწადში გაქრნენ. მაშინ სწრაფი ინტერნეტი მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ და ამ პროექტების მონეტიზაცია საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა. 

გადაავლე თვალი Groovetech  არქივს, თუ იმ პერიოდის ნამდვილი მუსიკალური სამკაულები გინდა აღმოაჩინო.



რასაკვირველია, ბოლო წლების მანძილზე სტრიმი ჩვენი ონლაინ ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა და ვიდეოჩართვით დღეს ვერავის გააკვირვებ. “კორონას” პერიოდში მას ახალი დანიშნულება გაუჩნდა და ვფიქრობ, ჩვენ სტრიმის ეპოქაში გადავდივართ, ეპოქაში, როდესაც ფსევდო ტელეპორტაცია (ანუ იქ ყოფნა, სადაც სინამდვილეში არ ხარ) მეტად  დაიხვეწება და საჭირო გახდება. დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა საყვარელი მუსიკოსების  სახლებში შევიხედოთ, მათი სახეები გრიმის გარეშე დავინახოთ და დაუმუშავებელი ბუნებრივი ხმები მოვისმინოთ. 

 

დღეს “საშინაო” მუსიკალური ვიდეოს რამდენიმე მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ, რომელსაც ალბათ ერთი რამ აერთიანებს - ბუნებრივი ხმოვანება და ბუნებრივი გარემო.

ავსტრალიელი ფოლკ მომღერალი სტივ ვოლისი პარიზში ჩავიდა  და კარანტინის გამო ვეღარ დაბრუნდა შინ და ახლა ასე ართობს თავის მსმენელს.




ნორა ჯოუნსი კი რეგულარულად აწყობს საშინაო მუსიკალურ ჩართვებს და ამჯერად კრიშნას მონატრებაზე გვიმღერის. 




ეს კი მუსიკოსი მეგობრების “ჩელენჯზე” პასუხია.




ჯიმი ჰენდრიქსის Little Wing არფისტი მამაკაცის შესრულებით როდესმე მოგისმენიათ/გინახავთ?




ვინმეს თუ გახსოვთ 80-იანების ავსტრალიური დუეტი Crowded House, ეს სწორედ ის ნილ ფინია, თავის სამუშაო ოთახში დევიდ ბოუის გმირების შესახებ რომ მღერის.




ბრუკლინელი მილენიელი მუსიკოსი King Princess ჰავაიზეა გამოკეტილი და იქიდან გვთავაზობს საშინაო კონცერტს Tiny Desk-ისთვის.




მოკლედ, ცხოვრება გრძელდება, არ მოდუნდე, ჩართე შენი კამერა და დასტრიმე, რაც სხვებსაც გაახარებს, დააფიქრებს, დაეხმარება. 

#დარჩისახლში და არ გამოტოვო ქართული რეგულარული სტრიმებიც: