ცოტა ხნის წინ უეს ანდერსონის ახალი ფილმის, Asteroid City-ის ტრილერი გამოქვეყნდა, რომლის პრემიერასაც დიდ ეკრანზე 2023 წლის 23 ივნისს ვიხილავთ. ფილმის სიუჟეტი 50-იანების ამერიკის ფიქციურ ქალაქში, Asteroid City-ში ვითარდება, სადაც სამეცნიერო კონკურსის მონაწილეები და დამსვენებლები უცნაურ გარემოებაში აღმოჩნდებიან, როცა ქალაქის თავზე მფრინავი თეფში გამოჩნდება. 


ფილმში მონაწილეობენ სკარლეტ იოჰანსონი, ედრიენ ბროუდი, ჯეისონ შვარცმანი, უილიამ დეფო, ტილდა სვინტონი, ბრაიან კრენსტონი, სტივ კარელი, ედვარდ ნორტონი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე