Netflix-ის მომავალ თრილერში, Extraction 2-ში კრის ჰემსვორთთან ერთად 20-მდე ქართველი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის არიან დათო ბახტაძე, თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ანდრო ჯაფარიძე, თორნიკე ბზიავა, მარიამ კოვზიაშვილი და სხვები. ერთ-ერთ მთავარ როლს კი თორნიკე გოგრიჭიანი ასრულებს.
Extraction 2 Netflix-ზე 16 ივნისს გამოვა. ფილმის პროდიუსერები ძმები ენტონი და ჯო რუსოები არიან, რომლებიც ჰემსვორთთან ერთად Marvel-ის არაერთ ფილმზე მუშაობენ. ქართველ მსახიობებს და Netflix-ს შორის თანამშრომლობას სააგენტო Eka Cast Agency ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი