ტოკიოში Snow Contemporary დევიდ სტენბეკის სოლო გამოფენას - Dreamscapes 8 აპრილამდე უმასპინძლებს. ღონისძიებაზე შვედი არტისტის ფიქციური პეიზაჟები იქნება გამოფენილი.
სიზმრისეული პეიზაჟები სინთეტიკური განათებებით სტენბეკმა CGI-ის გამოყენებით შექმნა. აღსანიშნავია, რომ 1978 წელს დაბადებული არტისტი მანამდე ლიტერატურის კრიტიკოსად და რედაქტორად მუშაობდა. ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების აღმოცენებასთან ერთად, სტენბეკმა 3D მოდელირება დაიწყო.
სტენბეკის თქმით, მისი “პრაქტიკა” ძველ კონცეფციებს თანამედროვე იერს აძლევს და ამ მხრივ კლასიკურ ხელოვნებაში დამკვიდრებულ განათების და ფერის პრინციპებს იკვლევს.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Jenn Singer Gallery
დაწერე კომენტარი