ჩიკაგო, მეტსახელად ,,ქარის ქალაქი” - ვფიქრობ, ცოტა კიდევ რომ გადამედო ამ ქალაქის მონახულება, თავის სახელს ვერ გაამართლებდა. დეკემბრის ჩიკაგოში სიცივისგან გაყინული თითებით, ფუმფულა ნაქსოვი კაშნეებითა და გრძელი მანტოებით მოსიარულე ხალხი შემოგხვდებათ, ხელში ცხელი შოკოლადებით. ისინი მიჩიგანის ტბის სანაპიროებს მიუყვებიან, ათასწლეულის პარკში ოჯახებთან ერთად სეირნობენ და იმ ულამაზესი ცათამბჯენების ცქერით ტკბებიან, რომლებიც ჩიკაგოს ჩიკაგოდ აქცევს.
დაწერე კომენტარი