გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, Barbie-ს მეორე ტრეილერი და პოსტერები სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. ფილმში მთავარ როლებს რაიან გოსლინგთან და მარგო რობისთან ერთად, უილ ფერერი, მაიკლ სერა და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ. გუშინ საბოლოოდ დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ფილმში მონაწილეობას დუა ლიპაც მიიღებს. ბრიტანელი მომღერლისა და მოდელისთვის ეს სამსახიობო დებიუტი იქნება.
ფილმის სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის - მარგო რობის მიერ განსახიერებული ბარბის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ‘’ბარბილენდიდან’’ გამოაგდებენ, რადგან საკმარისად იდეალური თოჯინა არ არის. ამის შემდეგ ის ადამიანების სამყაროში იწყებს მოგზაურობას და ბედნიერების ძიებას.
Barbie-ს სცენარის ავტორები ნოა ბაუმბახი და თავად რეჟისორი - გრეტა გერვიგი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ნიუ ჯერსიში ფილმის ჩვენება ,,სატესტო მაყურებელზე” უკვე შედგა. როგორც აღნიშნავენ, წელს Barbie უკონკურენტოდ საუკეთესო სტუდიური ნამუშევარია. ფილმის საჯარო პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მას მაყურებელი 2023 წლის 21 ივლისს იხილავს.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Warner Bros. Pictures
დაწერე კომენტარი