ამ ადგილის სანახავად მარტო გავემგზავრე ქალაქ რენიდან, სადაც მეგობარს ვსტუმრობდი. მარტო მოგზაურობას ჩემთვის ის უჩვეულო ხიბლი აქვს, რომ უფრო ცხადად და ძლიერად აღვიქვამ მომენტის მაგიურობას.
მონ-სენ-მიშელის კუნძულზე ყოფნა ზღაპარში ყოფნას ჰგავს - ჯერ ლურჯ წყალსა და თეთრ თოლიებს დაჰყურებ, შემდეგ კი ცივ კედლებში და ხალხის დიდ ნაკადში გრძნობ სასახლის გარდასახვას სალოცავიდან საპყრობილემდე და ბოლოს - ტურისტულ ღირსშესანიშნაობამდე.
დაწერე კომენტარი