ჰაიაო მიაძაკის საკულტო ანიმაციის - „პრინცესა მონონოკეს“ კომპოზიციები ვინილზე პირველად ჩაიწერება. 1997 წელს გამოსული ანიმაციის მუსიკალური კომპოზიციები ჯო ჰისაიშის ეკუთვნის, რომელიც აგრეთვე მუშაობდა „ჩემი მეზობელი ტოტოროს“, „ლაკუტა: ზეციური ტაძრის“ და „კიკის მიტანის სერვისის“ მუსიკაზე, რომელთა პირველი ვინილებიც სულ ცოტა ხნის წინ უკვე ჩაიწერა.
„პრინცესა მონონოკეს“ კომპოზიციების ვინილი სამ ნაწილად იქნება დაყოფილი:
Princess Mononoke (Symphonic Suite) - ანიმაციის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი სუიტა;
Princess Mononoke (Soundtrack) - ტოკიოს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შესრულებული კომპოზიციები და იაპონელი კონტრ-ტენორის, იოშიკაძუ მერას შესრულებული ანიმაციის მთავარი სიმღერა.
Princess Mononoke (Image Album) - ანიმაციის მუსიკის შექმნამდე ჰაიაო მიაძაკის პირადი ჩანაწერების მიხედვით ჩაწერილი კომპოზიციები.
სამივე ნაწილის ვინილები 24 ივლისს გახდება ხელმისაწვდომი, მათი წინასწარი შეკვეთა კი ამ ბმულზე უკვე შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი