21 აპრილს, 17 საათზე E.A Shared Space-ში ანა გზირიშვილის პირველი სოლო გამოფენა - “წკაპი” გაიხსნება. 

 

ანა გზირიშვილის ექსპერიმენტული ხელოვნება მრავალ მედიუმს მოიცავს, როგორებიცაა: ლინზას დაფუძნებული მედია, სახვითი ხელოვნება, სკულპტურა, პოეზია და CGI. მისი პროექტები ხშირად მატერიალურ და არამატერიალურ რეალობებსა და მათ შორის გადაადგილებით განპირობებულ გრძნობებზე დაფუძნებით, სივრცის, ობიექტის ან ხდომილების ვიზუალურ და სოციო-კულტურულ ნარატივებს იკვლევს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე