სავაჭრო ცენტრი East Point მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარს ააშენებს, რომელიც კომპანიის განცხადებით, 150 ძაღლს დაიტევს და მათ ყველა საჭირო კომფორტით და სამედიცინო პროცედურით უზრუნველყოფს.
East Point-ის პროექტის ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, Bruno სრულად ფუნქციონირებას 2025 წლიდან დაიწყებს
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქალაქში მიუსაფარ ცხოველთა რიცხვი სავარაუდოდ 43 000-ს აღწევდა. თუმცა, ექსპერტები და ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაზრდილია. ამ დროისთვის, ქვეყნის და თბილისის მასშტაბით, მიუსაფარ ძაღლების რიცხვზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, რაც პრობლემასთან გამკვლავებას და ცხოველთა უფლებების დაცვას, მნიშვნელოვნად ართულებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა თითქმის მთლიანად აღმოფხვრილია, მაგალითად ჰოლანდიაში ბოლო მიუსაფარი ძაღლი 2019 წელს “იშვილეს”.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი