ლონდონში, Harrods-ის სავაჭრო ცენტრში Prada Caffe გაიხსნა, რომელსაც მილანის ფილიალის მსგავსი მომწვანო შეფერილობა და ინტერიერის დიზაინის ელემენტები აქვს. 


აღსანიშნავია, რომ ინტერიერის დიზაინი ერთგვარი “ომაჟია” Prada-ს კუთვნილებაში მყოფი “პასტიჩერიის”, სახელად Marchesi, რომელიც ჯერ კიდევ 1824 წელს გაიხსნა. ლონდონის კაფის ინტერიერის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მაგიდებია, რომლებისთვისაც მარმარილოს ზედაპირები იაპონიაში სპეციალური დაკვეთით დამზადდა.


აღსანიშნავია, რომ Prada Caffe-ს უგემრიელესი მენიუ აქვს, რომელიც კლასიკურ და თანამედროვე იტალიურ კერძებს აერთიანებს. “იტალიის გემო” ალკოჰოლურ სასმელებზეც ვრცელდება, განსაკუთრებით კი სპეციალურ კოქტეილებზე, რომლებშიც ერთ-ერთი საბაზისო ინგრედიენტი ხშირად პროსეკო და ატმის ლიქიორია. 


თუმცა, Prada Caffe-ს მთავარი ხიბლი, ცხადია, ტკბილეულია, რომელიც უნიკალური შეფუთვებით კედლებზე და დახლებზეა გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში Prada Caffe Harrods-ის ღია სივრცეში ნაყინების “სტენდის” გაკეთებასაც გეგმავს.  

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Harrods Uk/ Prada