The Why Not Gallery-ში ემირ ბურჯანაძის და ნინო საკანდელიძის გამოფენა “ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა” მიმდინარეობს, რომელიც 28 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენა ერთგვარი დიალოგია განსხვავებული თაობის და პრაქტიკის მქონე ხელოვანებს შორის იდენტობაზე, გარემოზე, დროსა და ისტორიაზე.

ემირ ბურჯანაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ქართული კულტურული იდენტობის ანალიზი თამაშობს. იგივე თემებია საინტერესო ნინო საკანდელიძისთვის, რომელიც თავის სკულპტურებსა და ფერწერაში იდენტობის საკითხებს საკუთარ წარსულზე დაკვირვებით და კულტურული გარემოებების გათვალისწინებით იკვლევს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე