აღდგომა, რომელიც სიმბოლურად სიახლის და ახალი სიცოცხლის დღესასწაულია, თავის პატარ-პატარა სიმბოლოებთან ერთად, იდეალური დროა იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ინტერიერსა თუ გარდერობში საინტერესო სიახლეები შევიტანოთ. ამ ბლოგში ტრადიციულად ქართული და უცხოური ბრენდების იმ ახალ და თემატურ ნივთებს გაგაცნობთ, რომლებითაც აღდგომის დღეებში თქვენს გარემოს სრულიად ახალ სიცოცხლეს და მნიშვნელობას შესძენს.
Ceramic Studio 1300
Ceramic Studio 1300-ში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული თემატიკით შექმნილი კერამიკის ჭურჭლის მრავალფეროვანი კოლექცია შეგხვდებათ, მათ შორის - ხელით მოხატული დეკორაციული კვერცხები და პასქის დასადები ულამაზესი თეფშები.
Fornasetti
იტალიური ბრენდი „ფორნაზეტი“, რომელიც ამ კულტურისთვის დამახასიათებელ განუმეორებელი დიზაინის ობიექტებს ქმნის, ყველაზე მეტად ლინა კავალიერის გამოსახულების პრინტებით არის ცნობილი. თეფში, რომელზეც კვერცხების ფორმითაა ეს სახე გამოსახული, ადვილად მიგახვედრებთ, რომ დახვეწილი ნამუშევარი Fornasetti-ის ეკუთვნის.
Moodo Store
სააღდგომო სუფრა ამ დღეების ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, Moodo Store-ის მიერ თემატური ორნამენტებით შექმნილი ეს სუფრა, რომელზეც კვერცხებია ამოქარგული, ამ დღის განწყობას კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს.
Moon Rabbit shop
ახალი სიცოცხლის სიმბოლო - კურდღელი თქვენს სააღდგომო სუფრაზე ან ზოგადად, ინტერიერში Moon Rabbit-ის დეკორაციული ობიექტებით შეგიძლიათ შემოიტანოთ, აქ სხვადასხვა დიზაინის ფერადი კურდღლების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.
Lostcherry Candles
თუკი ოთახის დეკორაციისთვის ან მაგიდის გასაწყობად ამ დღისთვის სიმბოლურად კვერცხის ფორმის სანთლებს ეძებთ, Lost Cherry-ში ასეთს ბევრს იპოვით, რომლებიც თქვენს სახლებში სააღდგომო მუხტთან ერთად საგაზაფხულო განწყობასაც შემოიტანს.
Loewe candle
Loewe-ს მიერ შექმნილი ეს კურდღლის ფორმის სურნელოვანი სანთლებიც სააღდგომო დეკორაციისთვის ნამდვილად შესაფერისი ელემენტი იქნება.
Gastronome Georgia
არ არსებობს აღდგომა პასქის გარეშე. Fiasconaro-სა და Dolce & Gabbana-ს თანამშრომლობით შექმნილი სიცილიური პანეტონე, რომელსაც Gastronome Georgia-ში შეიძენთ, გარდა გემოვნური თვისებებისა, მოდის სახლის დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა.
Kitchen and living
Kitchen and Living-ში სააღდგომო სუფრისათვის კიდევ უფრო მეტი დახვეწილი ელემენტის შესატანად, მინიმალისტური დიზაინის სანთლისა და კვერცხის ჩასადები ჭურჭელი დაგხვდებათ, რომელსაც სააღდგომო ფასდაკლების ფარგლებში 15 აპრილამდე 20%-ით ნაკლებ ფასად შეიძენთ.
Aesthe And Mi
კერამიკისგან შექმნილი კვერცხის მოსათავსებელი ჭურჭლის არჩევანი დაგხვდებათ Aesthendmi-იშიც, ტრადიციული და ტალღოვანი ფორმის თეფში სააღდგომო კვერცხებისთვის თქვენს სუფრას არაორდინარულ დიზაინს შესძენს.
Stefano Giovannoni
კურდღელი, რომელიც აღდგომის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, ამ დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანისთვის დეკორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დიზაინერ სტეფანო ჯიოვანონის მიერ შექმნილი კურდღლის ფორმის ფერადი სკამები დღესასწაულის დღეებში ნებისმიერ ინტერიერს განსაკუთრებულად მოუხდება.
Dolce and Gabbana
Dolce and Gabbana-ს კურდღლის პრინტებით, რომელიც დასავლურ კულტურაში აღდგომის და ახალი სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, არაერთი სამოსი აქვს შექმნილი. ბრენდის მიერ შარფებზე, ქვედაბოლოებსა და მაისურებზე გამოსახულ ყვავილებში ჩაფლული ეს კურდღლები გაზაფხულს და სიმბოლურად სააღდგომო დღეებს განსაკუთრებით მოუხდება.
Gucci Rabbit Graffiti track jacket
თავის სამოსზე კურდღლები აქვს გამოსახული Gucci-ისაც, თუმცა ამ შემთხვევაში გრაფიტის სტილში. კოლექცია, რომელიც წლის დასაწყისში კურდღლის წელთან დაკავშირებით შეიქმნა, ამ დღეების განმავლობაშიც აქტუალური იქნება.
Loewe Shoes
ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით Loewe-ს მიერ შექმნილი ეს სანდლები, რომლის ქუსლზეც გატეხილი კვერცხია გამოსახული, ამ დღეების ლუქისთვის სახალისო და ორიგინალური ელემენტი იქნება.
Adidas X bad bunny
შარშან Adidas-მა, არტისტ Bad Bunny-სთან თანამშრომლობით, აღდგომის დღეებთან დაკავშირებით შექმნილი ბოტასები წარმოგვიდგინა. კამპანიის ფოტოსესიაში ნარინჯისფერ ბოტასებთან ერთად, ამავე ფერის კვერცხის სიმბოლო და მასზე გამოსახული ადიდასის ლოგოც გვხვდებოდა. ცოტა ხნის წინ კი ბრენდმა კვლავ თანამშრომლობის ფარგლებში Campus-ის და Forum-ის მოდელები სხვადასხვა ფერში წარმოადგინა.
Simone Rocha – Embellished egg cross body bag
Simone Rocha-ს მიერ შექმნილი თეთრი ფერის კვერცხის ფორმის ჩანთა სიმბოლურად საინტერესო აქსესუარი იქნება მათთვის, ვისთვისაც ჩაცმის დროს დეტალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დახვეწილი ფორმის მინიმალისტური და თან კომპაქტური ხელჩანთა ამავე დროს სადღესასწაულო ხასიათსაც ატარებს.
Jesus Star
Jesus Star-ის მიერ შექმნილი ეს ვერცხლის ყელსაბამი, რომელიც ერთდროულად ჯვარსაც მოგაგონებთ და ვარსკვლავსაც, მისი ვიზუალიდან და ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე, ამ დღეებისთვის სიმბოლური და თან ძალიან დახვეწილი აქსესუარი იქნება.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი