ჰაიაო მიაძაკი ყველასთვის ნაცნობი ანიმატორი, სცენარისტი, რეჟისორი და ავტორია, რომელიც საკუთარი თაყვანისმცემლების დიდი სურვილის გამო ამ რთულ დროს სამუშაოს დაუბრუნდა. ის არა მხოლოდ ახალ ანიმაციურ ფილმ How Do You Live-ზე მუშაობს, არამედ ტოკიოდან მოშორებით მუზეუმსაც ხსნის. სასიხარულო ინფორმაციაა ისიც, რომ მსგავს პროექტს სტუდია გიბლიც გეგმავს. ისინი იაპონიაში, ქალაქ ნაგოიასთან ახლოს დისნეილენდის მსგავსი პარკის გაკეთებას აპირებენ, რომელიც, რა თქმა უნდა, თავიანთი ფილმებით იქნება შთაგონებული. თუმცა, რადგან დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა მუზეუმებსა თუ პარკებში სიარულის საშუალებას, სტუდია თაყვანისმცემლებს საინტერესო ალტერნატივას სთავაზობს.
პანდემიის გამო სტუდია “გიბლი”, ისევე, როგორც სხვა მუზეუმები, დროებით დახურულია. თაყვანისმცემლების დიდი სურვილის გამო სტუდია ნეტფლიქსთან თანამშრომლობას დათანხმდა და ანიმაციური ფილმების ნახვა მათ პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ დროებით ყველას ცხოვრების სტილი შეიცვალა და ახლა კონფერენციები, ლექციები თუ გაკვეთილები ონლაინ ტარდება, სტუდია “გიბლი” თავის თაყვანისმცემლებს Zoom-ის ბექგრაუნდს სთავაზობს, რომლებიც თქვენ და თქვენს თანამოსაუბრეს გაფიქრებინებთ, თითქოს “გიბლის” საოცარ სამყაროში იმყოფებით.
Nausicaä of the Valley of the Wind, Castle in the Sky, Princess Mononoke, Spirited Away, Howl's Moving Castle, Ponyo, Arrietty, და The Tale of the Princess Kaguya - ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც სტუდიამ ფონების შესაქმნელად გამოიყენა. მათი გადმოწერა ამ საიტიდან შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი