Dior-ის ახალი კაფსულა კოლექციის კამპანიაში, რომლისთვისაც ფოტოები ელენ ვონ უნვერთმა გადაიღო, ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობს. 


დიორის ახალ კამპანიაში მოდის სახლის 2023 წლის კოლექციის სახეცვლილი ტანსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი,  რომლებიც შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი. ტანსაცმლის მსუბუქი სილუეტები კონტრასტს ქმნის მკაცრი გეომეტრიული კონტურების მქონე ჩანთებთან და აქსესუარებთან.   

კაფსულა კოლექციაზე დიზაინერი მარია გრაცია ქიური მუშაობდა, რომელმაც დიორის ჩანთები და აქსესუარები ყვავილების ორნამენტებით გააფორმა.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Ellen Von Unwerth/ Dior