22 აპრილს, 12 საათზე "სტამბაში" Forbes Woman Georgia და TBC გამართავს სამიტს The Power of No, სადაც აუდიტორია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალი და სპეციალისტი ქალების ბიოგრაფიას და კარიერულ სირთულეებს გაეცნობა. პროექტის მიზანია, წინააღმდეგობების და მათი გადალახვის რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, დამსწრე საზოგადოება დააფიქროს პრობლემებზე და პირად წინსვლაში დაეხმაროს.
ქალის და კაცის პროფესიული განვითარების გზა მრავალი ასპექტით განსხვავდება, ამიტომ The Power of No-ს ორგანიზატორები სამიტზე ყურადღებას სწორედ იმ კულტურულ და სტრუქტურულ ბარიერებზე გაამახვილებენ, რომლებიც მთელ მსოფლიოში კარიერული თვალსაზრისით ქალებს მნიშვნელოვნად აფერხებს.
The Power of No-ს წამოწყებით, ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები თეორიულ ჩარჩოში მოექცევა და ცნებით კატეგორიებად ითარგმნება. ამ გამოცდილების კრიტიკული ანალიზის გაზიარება ადამიანებს განვითარებაში დაეხმარება. სამიტის კურატორის, თამარ თანდაშვილის თქმით, “მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში იღებენ. ქალის და ზოგადად, ადამიანის განვითარების ეროვნული დისკურსი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით იგება”.
ღონისძიების პარტნიორები არიან Visa International და “თეთრი კვადრატი”.
ღონისძიების მხარდამჭერია: თეგეტა ჰოლდინგი, Cellfie, PSP, tkt.ge და ლუტეცია.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი