Saint Laurent-ის კრეატიული ხელმძღვანელის, ენტონი ვაკარელოს ინიციატივით, ლეგენდარულმა მოდის სახლმა საპროდიუსერო ფირმა დააფუძნა, რომლის ერთ-ერთი პირველი პროექტის, ალმოდოვარის ფილმის, Strange Way of Life-ის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართება. ვაკარელო ფილმის კოსტიუმის დიზაინერია და მოდის სახლის სტუდიის სხვა პროექტებზეც იმუშავებს.

Saint Laurent პირველი მოდის სახლია, რომელსაც სრულმასშტაბიანი საპროდიუსერო ფირმა აქვს. აღსანიშნავია, რომ  Saint Laurent Productions ახალ ფილმებზე დევიდ კრონენბერგთან და პაოლო სორენტინოსთან თანამშრომლობს.

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Iglesias Mas/ Saint Laurent