The Weeknd-ის და სემ ლევინსონის გადაღებული სერიალის პრემიერა, სადაც მუსიკოსი მთავარ როლს ლილი როუზ დეპთან ერთად ასრულებს, მაისში კანის კინოფესტივალზე გაიმართება, მოგვიანებით კი, 4 ივნისს HBO Max-ზე გამოვა.

შოუ პოპვარსკვლავის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მასშტაბური ტურნეს გამართვას გეგმავს. ამისთვის ლილი როუზ დეპის პერსონაჟი თანამშრომლობას იწყებს საეჭვო პროდიუსერთან, რომლის როლსაც The Weeknd ასრულებს. 

პოპის ქაოსურ სამყაროზე გადაღებული სერიალი “კონტროვერსიის” საგანი Rolling Stones-ის რეპორტაჟის შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც სერიალის გადამუშავებული სცენარი ფემინურ პერსპექტივას ნაკლებად აჩვენებს, ხოლო გადაღებებისას კი სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი. 

აღსანიშნავია, რომ The Idol პირველი სერიალია ლილი-როუზ დეპის მონაწილეობით. ამას გარდა, HBO-ს შოუში როლებს ასრულებენ Blackpink-ის ჯენი რუბი ჯეინი, რეიჩელ სენოტი, ტრიუ სივანი და დენ ლევი. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Eddy Chen/HBO