სულ ცოტა ხნის წინ კანის 76-ე კინოფესტივალის პოსტერი ოფიციალურად გამოქვეყნდა. ფოტოზე, რომელიც ძველი არქივიდან აარჩიეს, კატრინ დენევია გამოსახული. შავ-თეთრი სურათი 1969 წელს ფრანგულ რივიერაზე - Pamplonne-ის სანაპიროზეა გადაღებული ფილმის - La Chamade-ის გადაღებების დროს. 

ფოტოს გადაღებიდან 55 წელია გასული, თუმცა ფრანგი კინოვარსკვლავი კვლავ აქტუალური რჩება კინომანებისა და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. კონკრეტული სურათის პოსტერად გამოყენებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტიც, რომ ნახევარი საუკუნის წინანდელი ფოტო ფრანგულ რივიერაზეა გადაღებული და კანის კინოფესტივალიც, პირველ რიგში, სწორედ ამ ლაჟვარდოვან სანაპიროებს გვახსენებს. 

ფესტივალი 16 მაისს გაიხსენება და 27 მაისამდე გასტანს.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Festival de Cannes