21 აპრილიდან 21 ივლისამდე ნიუ-იორკში, Hill Art Foundation-ის პრესტიჟულ გალერეაში დევიდ სალის კურატორობით გამოფენა Beautiful, Vivid, Self-contained გაიმართება, სადაც ქართველი მხატვრის, თამო ჯუღელის ნამუშევარი იქნება გამოფენილი.
გამოფენა სხვადასხვა ეპოქის არტისტების ნამუშევრებს აერთიანებს. გალერეის განცხადების მიხედვით, ექსპოზიციის მიზანი სხვადასხვა დროის ხელოვნების ნიმუშებს შორის კავშირის ჩვენებაა. დევიდ სალის თქმით, გამოფენა იკვლევს შეკითხვას: “როგორ შეიძლება ნამუშევრებს, რომლებიც ათწლეულების და საუკუნეების დაშორებით შეიქმნა და ზედაპირულად განსხვავებულია, მსგავსი ტონი და განწყობა ჰქონდეთ”.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Hill Art Foundation
დაწერე კომენტარი