ლისაბონი ჩემთვის განსაკუთრებულია, რომელიც ბრჭყვიალა სიზმარივით გამახსოვრდება. ერთი წინადადებით რომ აღვწერო, ლისაბონი მზის, ოკეანის, ჩრდილების, ათასფერების და ღიმილიანი სახეების ქალაქია. ქუჩებში ხეტიალისას ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ბევრი წელი გიცხოვრია აქ და იცი, რომელ ჩიხში უნდა შეუხვიო, რომ სწორ ადგილას მოხვდე. ბოლოს კი მაინც იმ წერტილში ამოყოფ თავს, რომელიც არ უნდა გამოგეტოვებინა.
დაწერე კომენტარი