Panorama Channel გრაფიკული დიზაინერია, რომელსაც Midjourney-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჰარი პოტერის პერსონაჟები სხვადასხვა რეჟისორების ვიზუალურ სამყაროებში გადაჰყავს. ამჯერად ჰარი პოტერი და სხვა ჯადოქრები უეს ანდერსონის სიმეტრიულ გარემოში აღმოჩნდნენ. 

Midjourney-ისთვის მიცემული სიტყვიერი მინიშნებებით, ხელოვნური ინტელექტი დეტალურ ფოტოებს აგენერირებს, რასაც ბოლო დროს არტისტები და დიზაინერები პროფესიული საქმიანობისთვის ხშირად იყენებენ.

 

ავტორი: ტატო ანთაძე