იქამდე, სანამ ზაფხულის დიდ არდადეგებს დავგეგმავთ, გაზაფხულის სეზონი სამუშაო რუტინისგან მცირე ტაიმ-აუტის ასაღებად და რამდენიმე დღით განსატვირთად არანაკლებ საინტერესო პერიოდია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ამინდი და მიმდინარე საინტერესო კულტურული, სპორტული თუ კულინარიული ღონისძიებები ხელს გვიწყობს იმისათვის, რომ დასვენებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა და დასამახსოვრებელი ემოცია შევმატოთ. თიბისი კონცეპტთან ერთად ამ ბლოგით სამოგზაუროდ ევროპის სწორედ ისეთ მიმართულებებს გირჩევთ, სადაც დასვენების პარალელურად საშუალება გექნებათ ღირსშესანიშნავი მოვლენების მონაწილეები თავადაც გახდეთ. თუმცა სანამ უშუალოდ შერჩეულ მიმართულებებს ესტუმრებით და მოგზაურობის ახალ ისტორიებს დააგროვებთ, გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული სასიამოვნო გამოცდილების დაგროვება აეროპორტის სივრციდანვე შეგიძლიათ, სადაც სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის კონცეფციით შექმნილ კომფორტულ მოსასვენებელ გარემოში რეისებს შორის დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატაროთ. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი რეისი გაუთვალისწინებელი პრობლემის გამო დაგვიანდა, გადაიდო და თარიღი შეიცვალა, Help.ge-ს დახმარებით საშუალება გაქვთ, კუთვნილი კომპენსაცია მოითხოვოთ, ამ მომსახურებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სტანდარტულად კომპენსირებული თანხის 30%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან.  

საფრანგეთი - რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი

30 სექტემბერს ბორდოში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს. სპეციალურად ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა Georgia Travel Holding-თან ერთად თავის მომხმარებლებს სპეციალური 6-დღიანი ტური შესთავაზა. ტურის დროს გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩვენი ქვეყნის ნაკრებს მხარი დაუჭიროს, გარდა ამისა, ღვინის ექსპერტ ანა გოდაბრელიძესთან ერთად ეს ქალაქი ღვინის დეგუსტაციის თანხლებით აღმოაჩინოს. ტურის განმავლობაში მოგზაურებს შეუძლიათ ღვინის მუზეუმებს, ცნობილ შატოებს და რესტორნებს ეწვიონ, სადაც ამ მხარეში შექმნილი საუკეთესო ღვინის სახეობებს დააგემოვნებენ.

იტალია - გასტრო-კულტურული ტური

საფრანგეთში სტუმრობამდე თიბისი კონცეპტის მომხმარებელს ივნისში შეუძლია  გასტრო-კულტურული ტურით იტალიის სამხრეთს ეწვიოს, სადაც მოგზაურებს მეგზურობას სალომე დადუნაშვილი და ქეთი ბაქრაძე გაუწევენ. პულია, არბელობელო, მატერა, პოლინიანო ამარე, ბარი  - იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომლებსაც თიბისი კონცეპტისა და “მოგზაურის” ერთობლივი ტურის მონაწილეები ესტუმრებიან და მათ ისტორიას გაეცნობიან, შეფმზარეულ ქეთი ბაქრაძის რეკომენდაციით შერჩეულ რესტორნებში კი ამ ადგილებს ნაციონალური კერძების დაგემოვნებისას სულ სხვა კუთხით გაიცნობენ.

ესპანეთი - Primavera Sound

ივნისში მადრიდსა და  ბარსელონაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება - პრიმავერა იმართება, რომელსაც ევროპის ყველა ქვეყნიდან ათასობით მსმენელი სტუმრობს. თუკი თქვენ გაზაფხულის მოგზაურობას Primavera-ს დაამთხვევთ, ფესტივალის ფარგლებში საშუალება გექნებათ ისეთ მუსიკოსებს მოუსმინოთ, როგორებიც არიან: Kendrick Lamar, Pet Shop Boys, Depech Mode, Rosalia, Maneskin და სხვები. ამ მოგზაურობის დაგეგმვისას, მათ ვინც თიბისი კონცეპტის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლიათ, თიბისი კონცეპტისა და Qatar Airways-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, ასევე  ეკონომ- და ბიზნესკლასის ბილეთებზე 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ჰოლანდია - The North Sea Jazz ფესტივალი

ვისაც პოპ- და ჰიპ-ჰოპ-მუსიკას ჯაზი ურჩევნია, ივლისში, დასვენების პარალელურად,  ჰოლანდიაში North Sea Jazz-ფესტივალზე სტუმრობა აუცილებლად დააინტერესებს. ჯაზის ამ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ღონისძიებაზე მსმენელს საშუალება ექნება 7 და 8 ივლისს ჯაზის ცოცხალ ლეგენდებს მოუსმინოს, ამსტერდამის მიმართულებით სამოგზაურო ბილეთების შეძენის დროს კი, 16-იდან 30 ივნისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის, Visa-ს და Tkt.ge-ს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ვიზა ბარათით გადაიხადოს და ავიაბილეთების შეძენისას 200-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლოს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი