დანიაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ “ლუიზიანაში” ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 4 მაისს გაიხსნება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს ნიკო ფიროსმანის პირველი გამოფენაა დანიაში და ზოგადად ჩრდილოეთ ევროპაში. 

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, Infinitart foundation-ის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფიროსმანის 50-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორები Foundation Bayeler, Rehen/Basel და Louisiana MOMA არიან. 

ევროპაში ფიროსმანის გამოფენა ბოლოს 2020 წელს ავსტრიაში, ალბერტინას მუზეუმში მოეწყო. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე