2023 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე Idaaf Architects-ის გუნდმა Isola Design Gallery-ში მაგიდა “წვეთი” წარადგინა. ეს ექსპოზიცია Isola Design-ის ორგანიზებული გამოფენის ფარგლებში იყო წარდგენილი, რომელიც მილანის დიზაინის კვირეულის მსვლელობისას ჩატარდა.
გამოფენამ - Nothing Happens if Nothing Happens სხვადასხვა ეროვნების დიზაინერები გააერთიანა, რომლებმაც განსხვავებული მასალებისგან დამზადებული ნივთები წარმოადგინეს. ჯგუფური გამოფენა კურატორების - ელიფ რესტიოგლუს და სტეფანი ლანჩარდის თანამშრომლობის შედეგია და ის დაჯორჯო დე კირიკოს მხატვრობით არის შთაგონებული. ექსპოზიციის მთავარი თემატიკა იყო როგორც კოლექციური დიზაინის პრინციპები, ისევე ხელოვნების ინდივიდუალური მიდგომები.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი