22 აპრილს გალერეა Artbeat-ში ნიკა ქუთათელაძის გამოფენა - “სახლი არის ჩემი მეზობელი” გაიხსნა, რომელიც 28 მაისამდე გაგრძელდება. 

ქუთათელაძის ინსტალაცია ერთგვარი კომენტარია სოფლების დაცლაზე და მათი ყოველდღიურობის ცვლილებაზე. გალერეის მიხედვით, “ხელოვანი ერთსა და იმავე სივრცეში ორ განსხვავებულ რეალობას აერთიანებს”, სადაც ქართული სოფლის საშინაო სივრცე ალტერნატიულ რეალობად ითარგმნება და სიზმრისეულ, მირაჟულ მოცემულობად განივრცობა. 

ნიკა ქუთათელაძე ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევართა უმეტესობაც ინსტალაციებს და სკულპტურებს მოიცავს. ბოლო დროს არტისტისთვის ურბანული გარემოს და არქიტექტურული სივრცეების გარდაქმნა კვლევის მთავარი საკითხია.  

 

ავტორი: ტატო ანთაძე