იორგოს ლანტიმოსის ახალი ფილმი - Poor Things - ემა სტოუნის, ვილემ დეფოს და მარკ რუფალოს მონაწილეობით 8 სექტემბერს გამოვა. 

ფილმი 1992 წლის იმავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა და ბელ ბაქსტერის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ექსცენტრულმა მეცნიერმა “გააცოცხლა”.

მოქმედებები ვიქტორიანულ ეპოქაში ვითარდება და აღწერის მიხედვით, “ფრანკენშტაინის ერთგვარი ფემინისტური ვერსია იქნება”.

სცენარის ავტორი ტონი მაკნამარაა, რომელიც ლანტიმოსთან მანამდე The Favorite-ზე მუშაობდა.

 

ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: Searchlight