„ბაზზარში“ შეფმზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ ბისტროს ტიპის კონცეფცია "ბაზზარის" უცხო და გამორჩეულ დიზაინს მოარგო და 20-ნომრიანი მყუდრო სასტუმროსთვის, რომელიც თბილისის შუაგულში, ფხოვის ქუჩაზე მდებარეობს, საკუთარი ხელწერით სრულიად ახალი მენიუ შექმნა.
თეკუნა გაჩეჩილაძე, რომლისთვისაც კულინარია გემოების სამყაროში მოგზაურობაა და რომელიც შთაგონებას ყოველთვის სხვადასხვა კულტურების გაცნობით იღებს, ამ კულტურებში ნაპოვნი ინსპირაციით ქართული და უცხოური კერძების ტანდემს იდეალურად ახერხებს, ამაში კი კიდევ ერთხელ „ბაზზარში“ სტუმრობის შემდეგ დარწმუნდებით. რესტორანი უკვე მასპინძლობს მათ, ვისაც უყვარს საინტერესო და გემრიელი კერძები. "ბაზზარში" გამორჩეული ღვინის ასორტიმენტია - როგორც ქართული, ასევე უცხოური - მათ შორის, ფრანგული, ახალ ზელანდიური და ჩილეს ღვინოები. შაბათ-კვირას კი სპეციალური მენიუ და განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ.
სასტუმრო „ბაზზარი“ „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“ პირველი უმნიშვნელოვანესი პროექტია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიციით შექმნილმა ახლებურმა კონცეფციამ დიზაინზე ორიენტირებული ოთახებით, რესტორნით, ბარით და სივრცეებით მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2022 წელს სასტუმრო „ბაზზარი” Forbes საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში საუკეთესო ახალ სასტუმროებს შორის დასახელდა.
სასტუმრო „ბაზზარი“, მართლაც რომ ისტორიულისა და თანამედროვეობის გადაკვეთის შუაგულში მდებარეობს. ამ პროექტზე მომუშავე გუნდისა და დიზაინერების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ იდეა რეალობად განსაკუთრებით გემოვნებიანი ადამიანებს ექციათ. საგულდაგულოდ შეირჩა საუკეთესო გუნდი: დიზაინერები - ეკა ჩიჩუა და ნინო ნოზაძე, პერსონალის სამოსის დიზაინი - ტატუნა ნიკოლაიშვილი, სახელი და ბრენდინგი – ლიზა ასათიანი, გამწვანების დიზაინი - კომპანია „ლალაჟი“ - ტატუკა ჯაფარიძე.
ფოტო: ანა დოლიძე, ლუიზა ჩალათაშვილი
დაწერე კომენტარი