დენი ვილენიუს Dune-ის მეორე ნაწილის გადაღებებიდან Vanity Fair-მა ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ძველი და ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდნენ.
Dune-ის მეორე, უკანასკნელი ნაწილი კინოთეატრებში 2023 წლის 3 ნოემბერს გამოვა. რეჟისორის თქმით, ფილმში დიდი ყურადღება ეთმობა ტიმოთი შალამეს და ზენდაიას პერსონაჟების ურთიერთობას, რომლებიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან.
“ზენდაია მამაცი მეომარია. მის პერსონაჟს, ჩანის, ურყევი წარმოდგენები აქვს მსოფლიოზე, მის პოლიტიკასა და რელიგიაზე, ისევე როგორც კოლონიზაციის გავლენებსა და კოლონიზატორებზე, თუმცა ის მაინც რაღაცას ხედავს ამ ახალგაზრდა კაცში, პოლ ატრიედესში… რაღაც, რაც გულს უჩუყებს და გულწრფელობისკენ უბიძგებს”.
აღსანიშნავია, რომ Dune Part 2-ში ახალი პერსონაჟების როლებში კრისტოფერ ვოლკენს, ფლორენს პიუს და ოსტინ ბატლერსაც ვიხილავთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Vanity Fair, Niko Tavernise
დაწერე კომენტარი