ვიდრე სტატიას გაეცნობი, გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი გლენმორანჯის ტექნიკოლორ @ფილტრით, მონიშნე @glenmorangie და @kolgatbilisiphoto და დასაჩუქრდი.
ვიდრე კინოინდუსტრიაში ტექნიკოლორი გაჩნდებოდა, მაყურებელი მოძრავ გამოსახულებას მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში ხედავდა, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში, როცა ჰელბერტ კალმუსმა, დანიელ ფროსტ კომსტოკმა, ვ.ბარტონ ვესკოტმა 1916 წელს ფერადი კინოს პირველი წინაპარი ტექნიკოლორი შექმნეს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის უკვე არსებობდა ე.წ. Kinemacolor, მას მაინც მცირე შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან ფერად გამოსახულებას მხოლოდ ორი ფერის: წითელი და მწვანე ფილტრების საშუალებით იღებდა. პრინციპში ტექნიკოლორის პირველადი ვერსიაც სწორედ მწვანე და წითელი ფილტრები იყო, ამ მეთოდით 1917 წელს ერთადერთი ფილმის, Gulf Between- ის გადაღება მოასწრეს, რადგან უკვე 1920-იან წლებში ხმისა და ფერის სინქრონულმა დიალოგმა მომდევნო პერიოდის კინემატოგრაფია და შესაბამისად, ტექნიკოლორის შესაძლებლობებიც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
1922 წელს ტექნიკოლორმა ახალი მეთოდი, ე.წ. Process 2 შექმნა, ეს ორფერიანი პროცესი ფირზე შემავსებელი ფერების მისაღებად გამოიყენებოდა. Wanderer of the Wasteland (1924), The Ten Commandments (1923), The Phantom of the Opera (1925), Ben-Hur (1925) და The Black Pirate (1926) სწორედ ტექნიკოლორ Process 2-ის გამოყენებით გადაღებული ფილმების მაგალითებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 1920-იან წლებში ეს მეთოდი ძვირადღირებულ სიამოვნებად ითვლებოდა, ამიტომ ფილმებში ტექნიკოლორის გამოყენება ძირითადად მცირე, ყველაზე მნიშვნელოვან სცენებში ხდებოდა, რომლებიც, როგორც წესი, ცეკვის, ან ქორწილის ამსახველი კადრები იყო.
1930-იან წლებში ფერადი კინოს პოტენციალმა უფრო ფართო მასების ყურადღება მიიპყრო, ამიტომ კომპანია ტექნიკოლორმა სამფერიანი პროცესის შექმნაში დიდი დრო და რესურსი დახარჯა. მათ მიერ შექმნილი ახალი კამერა, ბევრად უფრო დიდი ზომის იყო და სამი სხვადასხვა ფირის რგოლი ჰქონდა, რომელთაგანაც თითოეული ახალ ასლს ქმნიდა, რასაც მატრიცა ეწოდებოდა. თითოეული მატრიცა სხვადასხვა ფერში იყო შეღებილი, ფერების შეწოვის პროცესის შედეგად, პრიზმის გამყოფი ზოლის საშუალებით, საბოლოო სურათში ამ ფერების სრული სპექტრი მიიღებოდა. ამ პროცესმა შეიძლება ითქვას, კინემატოგრაფიის მომდევნო ორი დეკადა მთლიანად განსაზღვრა. Gone With The Wind (1939), The Adventures of Robin Hood (1938), Singin’ in the Rain (1952) და Disney-ის Snow White, The Wizard of Oz - იმ გამორჩეული ფილმების ჩამონათვალია, რომლებიც ამ მეთოდით შეიქმნა. 1950-იან წლებამდე ტექნიკოლორის ეს მეთოდი უკონკურენტოდ ითვლებოდა, სანამ ის Kodak-ისა და Ansco-ს ბევრად უფრო მარტივმა და იაფმა საშუალებებმა არ ჩაანაცვლა, თუმცა მიუხედავად ამისა, Color by ტექნიკოლორმა ამ ინდუსტრიაში მაინც ოქროს სტანდარტის სახელი დაიმკვიდრა.
ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელიც ტექნიკოლორის საშუალებით გადაიღეს, ფრენსის ფორდ კოპოლას The Godfather იყო. როგორც რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ტექნიკოლორი, მისთვის ხარისხის სინონიმია, ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი და პატივსაცემი ესთეტიკური სტილი, რომლის გამოყენებაც თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში უფრო და უფრო შემცირდა, თუმცა გასული საუკუნის კინემატოგრაფში მკვეთრი და ხასხასა ფერების ამსახველი საუკეთესო მეთოდი იყო. თითქმის 50-წლიანი ისტორიის შემდეგ ფერების ასახვის ეს მეთოდი 1970-იან წლებში გადაღებულ ახალ ფილმებში უკვე აღარ შეინიშნებოდა, თუმცა ძველი ფილმების აღდგენისა და რესტავრაციისთვის, ისევე როგორც თანამედროვე ე.წ. Digital Media-ში სახასიათო ვიზუალური სტილის შესაქმნელად, მას დღემდე იყენებენ.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ალკოჰოლური სასმელების ბრენდ Glenmorangie-ის კამპანია და ფოტომარათონია, სახელწოდებით „გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი“, რომელში ჩართვაც 4დან 25 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გლენმორანჯის ტექნიკოლორ ფილტრი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება ფერადი ფოტო გადაიღოს. ფილტრს, რომელიც ავტომატურად შეაფასებს კადრში ფერების რაოდენობას, Hammock Magazine-ის, Kolga.ge-ს და At.ge-ს ინსტაგრამ-გვერდებზე იპოვით, ყველაზე ფერადი კადრის სამ ავტორს კი ბრენდი, საჩუქრად განსაკუთრებულ ბრენდულ გამოცდილებას ჰპირდება.
გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი აქ: ინსტაგრამ ტექნიკოლორ ფილტრით
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი