თბილისში, აბაშიძის 31-ში ახალი მექსიკური კაფე BaChata Community გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გემრიელ ესპანურ და მექსიკურ კერძებს სთავაზობს.

უგემრიელესი კერძების გარდა, Bachata-ს კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანური ურთიერთობების და კომუნიკაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, რომელიც თავის მხრივ, ხის ინტერიერით და ჭილის უნიკალური ავეჯით განტვირთვისთვის და დასვენებისთვის მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. 

BaChata-ს მთავარი ხიბლი მისი მულტიფუნქციურობაა - დღისით კაფე იდეალური ადგილია მექსიკური და ესპანური გემოების მოყვარულთათვის და ასევე  შესაფერისი გარემოა სამუშაოდაც. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური მექსიკური კერძები, როგორიცაა გასპაჩო, ქათმის ფახიტასი და ჰუმუსი ტორტიასთან ერთად. თუ BaChata-ს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სტუმრობთ, შეგიძლიათ საზიარო კერძებიც აიღოთ, მაგალითად, ავოკადოს ტარტარი კრევეტებით ან სხვადასხვა ტიპის ტაკო: Tacos al Pastor, Tacos de Birria და Tacos de Barbacoa. 

აღსანიშნავია, რომ BaChata ბრანჩის მენიუსაც გვთავაზობს, რომელიც კლასიკური მექსიკური კერძებისგან შედგება, როგორიცაა გუაკამოლეს ტოსტი კვერცხით და უგემრიელესი ქათმის ენჩილადა.   

საღამოობით BaChata Community-ის მყუდრო სივრცე სიცოცხლით სავსე გარემოდ გარდაიქმნება, ხოლო BaChata-ს ბარი სტუმრებს კლასიკური და სპეციალური კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე