ცნობილი გახდა, რომ ტიმ ბარტონის 1998 წლის Beetlejuice-ის მეორე ნაწილის გადაღება იგეგმება, რომელშიც ვაინონა რაიდერთან და მაიკლ კიტონთან ერთად, მთავარ როლებს ჯენა ორტეგა და ჯასტინ თეროუ შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ Beetlejuice-ის მეორე ნაწილის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, ცნობილია, რომ “პროდაქშენი” 10 მაისს დაიწყო და ვაინონა რაიდერის პერსონაჟის, ლიდია დიითსის შვილის როლს ჯენა ორტეგა ითამაშებს.
Beetlejuice 2 კინოთეატრებში სავარაუდოდ, 2024 წლის 6 სექტემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ სცენარზე ალფრედ გოჰი და მაილს მილარი მუშაობენ, რომლებიც მანამდე ტიმ ბარტონთან ერთად Netflix-ის Wednesday-ზე თანამშრომლობდნენ.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Warner Bros
დაწერე კომენტარი