მოგზაურობის დროს შოპინგი ბევრისთვის საყვარელი გასართობია. თუმცა, შოპინგი ძვირფას დროსაც გართმევს. სწორედ ამიტომ, VELI.store-მა სილამაზის ინდუსტრიის მსოფლიოს საუკეთესო, ბრენდები, რომლებიც აქამდე ხელმისაწბდომი არ იყო საქართველოს ბაზარზე, თავის ონლაინ თაროებზე განათავსა.
ველი მუდმივად ზრუნავს, მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ახალი ბრენდები და პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით გაამდიდროს საყიდლების ციფრული ველი.
თუ აქამდე ტიკ ტოკის და სხვა სოციალური მედია პლატფორმების ფიდის სქრილვისას სინანულით გაგიყოლებია თვალი ტრენდული პროდუქტებითვის, VELI.store-მა იზრუნა ამაზე და ყველა ის ბრენდი, რომლებსაც ინფლუნსერები ევროპული მაღაზიების ვიტრინების ფონზე ადიდებდნენ, ახლა ველიზე შეგიძლია მარტივად, ერთი კლიკით შეიძინო.
Sol De Janerio
Sol De Janerio ბრაზილიის სანაპიროების მცხუნვარე მზის ენერგიით გაჯერებულია ბრენდია, რომელსაც სჯერა, რომ იმდენად ლამაზი ხარ, რამდენადაც შეგიძლია შენი სილამაზე შეიგრძნო. სწორედ ამიტომ, ეს ბრენდი არ ადგენს წესებს, არამედ უბრალოდ გთავაზობს ბედნიერებას შენი კანისთვის ამაზონიდან.
ბრენდი გამოირჩევა კანის მოვლის პროდუქტებით და განსაკუთრებული პოპულარობით კი მისი სხეულის კრემები და სკრაბები სარგებლობს. Sol De Janeiro Bum Bum სხეულის სკრაბი. ის დელიკატურად წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს. ამავდროულად ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს მას. ფორმულა მდიდარია ქოქოსის ზეთითა და გუარანათი, რისი მეშვეობითაც არბილებს კანს, ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და აჯანსაღებს. კანს ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას.
Benefit
Benefit Cosmetics არის ამერიკული სილამაზე, სან-ფრანცისკოდან. ის შენს ტუჩებსა და სახეს ბუნებრივი ხასხასა ფერებით აავსებს. Benefit ცნობილია სახისთვის განკუთვნილი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით, როგორებიცაა ბლაში, ტუში, წარბის ფანქარი და საუკეთესო ტუჩსაცხები.
უბრალოდ აირჩიე შენი ფერი! Benefit Lovetint თხევად ტუჩსაცხს Fiery red აქვს სასიამოვნო სურნელი და სტრუქტურა, რომლის ეფექტიც ხანგრძლივად გაგყვება. თანაბრად და ადვილად ნაწილდება კანზე, ასევე აქვს ორმაგი გამოყენება – ტუჩებსა და ლოყებზე.
Anastasia Beverly Hills
სილამაზე შენით იწყება. Anastasia Beverly Hills წარბების, თვალებისა და ტუჩების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. ის გაწვდის საშუალებებსა და ცოდნას შენი უნიკალური სილამაზის პოტენციალის გამოსავლენად. Anastasia Beverly Hills Brow Definer სამკუთხა აპლიკატორით გამოკვეთს კონტურებს, დეტალებს და ბუნებრივად ავსებს წარბებს.
Benefit Bad Gal Bang ტუში Pitch Black 36 საათიანი მდგრადონბით, შენს წამწამებს ინტენსიურ სიგრძეს და მოცულობას მიანიჭებს, წყალგამძლე ფორმულის დახმარებით კი ის მდგრადია 36 სათის განმავლობაში და სრულად ინარჩუნებს პირველად ვიზუალს და იერს. ხოლო, Anastasia Beverly Hills Crystal ტუჩის გლოსი მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურით უზრუნველყოფს სველ, მოცულობით ეფექტს. აქვს ატმის სასიამოვნო სურნელი. უნივერსალური ფორმულა იდეალურად ერგება ყველა ტიპისა და ფერის კანს, ანიჭებს სარკისებრ ბზინავ ეფექტს.
Elizabeth Arden
Elizabeth Arden ამერიკული საკულტო კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც სხეულის მოვლის ლეგენდარულ პროდუქტებს და უნიკალურ სუნამოებს გთავაზობს. ბრენდი გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის სხეულის მოვლის საშუალებებით,, რომელთაგან Elizabeth Arden C Ceramide სახის შრატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
კაფსულებში მოთავსებული სახის შრატი გაჯერებულია C ვიტამინით, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ათანაბრებს კანის ფერსა და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ამცირებს ლაქებს და კანს ანიჭებს ბზინვარებას. ამავდროულად, ის ხელს უშლის დაბერების ნიშნების წარმოქმნას, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის ბუნებრივად გამოყოფას. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.
Lancaster
Lancaster არის პიონერი კანზე ზრუნვის, მზისგან დაცვისა და ასაკის საწინააღმდეგო საშუალებების სფეროში. შეიძინე ყველაფერი ცხელი ზაფხულის სასიამოვნოდ გასატარებლად: Lancaster Golden Tan Maximizer მზის შემდგომი ლოსიონი უზრუნველყოფს ოქროსფერ, ხანგრძლივ და თანაბარ რუჯს, ასტიმულირებს მელანინის ბუნებრივ გამომუშავებას, ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, ამშვიდებს და იცავს მგრძნობიარე კანს.
Lancaster Sun Beauty SPF 50 მზისგან დამცავი სხეულის სპრეი დაგიცავს UVB & UVA სხივებისგან. წყალგამძლე ფორმულით მარტივად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმის კვალს. დამზადებულია წყლის ბაზაზე და უზრუნველყოფს ოქროსფერ, თანაბარ და უსაფრთხო რუჯს.
გაინებივრე თავი საუკეთესო ბრენდების უმაღლესი ხარისხის სილამაზის პროდუქტებით ან გაახარე საყვარელი ადამიანები. ნახე სილამაზის კატეგორია და აღმოაჩინე შენი საყვარელი ბრენდები.
დაწერე კომენტარი