Gucci-ის მიერ სამხრეთ კორეაში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა. Gucci Cruise 2024 სეულში, Gyeongbokung Palace-ში გაიმართა, მოდის სახლის პირველი სამხრეთ კორეული ფილიალის გახსნის 25 წლის თავზე.

 

ახალი კოლექცია გუჩის შემოქმედებითი გუნდის თქმით, “წარსულსა და მომავალს შორის დიალოგით” არის შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ ეს Gucci-ის პირველი ჩვენებაა მას შემდეგ, რაც მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი საბატო დე სარნო გახდა, რომლის პირველი კოლექციის ჩვენებაც სექტემბერში მილანის მოდის კვირეულზე გაიმართება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Highsnobiety