ვიდრე სტატიას გაეცნობი, გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი გლენმორანჯის ტექნიკოლორ @ფილტრით, მონიშნე @glenmorangie და @kolgatbilisiphoto და დასაჩუქრდი.

შოტლანდიური ვისკის ბრენდმა “გლენმორანჯი” საქართველოში ფოტომარათონი  დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა 4-იდან 25 მაისამდე ყველა მსურველს შეუძლია. თქვენ უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეოკადრი სპეციალურად ამ მარათონისთვის შექმნილი ტექნიკოლორ ფილტრით, რომელიც შეგიძლიათ Hammock Magazine-ის, Kolgatbilisiphoto-ს და at.ge-ის ინსტაგრამ-გვერდებზე იპოვოთ და ფილტრი ავტომატურად დაითვლის ფერების რაოდენობას თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოსა თუ ვიდეოში. კამპანიაში მონაწილეობისთვის ფოტოზე ან ვიდეოზე აუცილებლად უნდა მონიშნოთ @glenmorangie-ს და @Kolgatbilisiphoto-ს ინსტაგრამ გვერდები. ყველაზე ფერადი კადრის სამ ავტორს “გლენმორანჯი” განსაკუთრებულ  საჩუქარს ჰპირდება. 

კამპანიაში უკვე არაერთი ადამიანი ჩაერთო და თავის გარშემო არსებული ფერადი გარემო აღბეჭდა.

გლენმორანჯი, როგორც ბრენდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და არ არის გასაკვირი, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია, სწორედ ფერადოვნებას  ეძღვნება. 

გლენმორანჯის დისტილერია უილიამ მეთისონმა 1843 წელს, შოტლანდიაში დააარსა. მეთისონმა მორანჯის ფერმის ტერიტორია იქირავა და სწორედ ასე შეიქმნა Glenmorangie, რომელიც ითარგმნება როგორც “სიმშვიდის ხეობა”. ბრენდის მიერ შექმნილი ვისკი მტკნარი წყლის ბუნებრივ რესურსს იყენებს და წყლის ხარისხის და სისუფთავის გარანტიისთვის ბრენდი წყაროს შემოგარენ ტყეს ფლობს და უვლის. 

გლემონრანჯი გამოირჩევა იმითაც, რომ მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში ბრენდი ყოველთვის დაინტერესებული იყო ექსპერიმენტული მიდგომით და ამ მხრივ უნიკალური გემოების მიღების არაერთი ინოვაციური ტექნიკა შექმნა. 

Სწორედ ამ გამორჩეული ტექნიკის და გამორჩეული გემოსთვის ბრენდმა წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო დაიმსახურა. 

2020 წელს ვისკის პროდუქტებმა International Spirits Challenge-ში ოქროს მედლები მოიპოვეს. ამასთანავე, გლემორანჯის პროდუქცია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში International Wine & Spirit Competition-ზე ოქროს მედლებს ყოველ წელს იღებს.

თუ შოტლანდიური ვისკის და ფოტოგრაფიის მოყვარული ხარ, შეუერთდი კამპანიას, გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი technicolor ფილტრით და მიიღე განსაკუთრებული საჩუქარი გლენმორანჯისგან.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: ლეკო ჭყონია