რესტორანი “Madre” ორგანიზაცია “ჩართესთან“ ერთად 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლებს. "მადრეს" გუნდის ორგანიზებით კატალონიელი მზარეული ანდრეა მესა დაგეგმილ ვახშამზე სტუმრებს თანამედროვე ესპანური კერძებით, თემატური კოქტეილებითა და ესპანური ღვინით გაუმასპინძლდება. საქველმოქმედო ვახშმის მიზანი მაღალმთიან სოფლებში მოზარდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ორგანიზაცია “ჩართეს” გუნდი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებაზე წლებია, რაც აქტიურად მუშაობს. კომუნალ-კომპანია მესამე წარმატებულ საქველმოქმედო ვახშამს ატარებს charte-სთან ერთად, რითაც ვეხმარებით მოზარდებს ლეპტოპებით და ერთწლიანი ინტერნეტ-პაკეტებით. ვახშმის ღირებულება 200 ლარს შეადგენს.
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995599808171 ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები: Paralel 42 Fish Market Torres
დაწერე კომენტარი