Killers of the Flower Moon მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, რობერტ დე ნირო, ლილი გლედსტოუნი და ბრენდან ფრეიზერი ასრულებენ. 

ფილმი რეალურ ისტორიაზე დაწერილ ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება და აშშ-ში, Osage-ს მიწაზე ჩადენილი მკვლელობების ისტორიას მოგვითხრობს. Killers of the Flower Moon-ის პირველი ჩვენება 20 მაისს კანის კინოფესტივალზე გაიმართა, მსოფლიო პრემიერას კი კინოთეატრებში 20 ივნისს ვიხილავთ. 

ავტორი: ტატო ანთაძე