ყველასათვის საყვარელი პორტუგალიური ბრენდი Parfois რამდენიმე თვის წინ სრულიად ახალი კონცეფციით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე, ამჯერად Cenomi Retail Georgia-ს პორტფელში.
ბრენდმა SS23-ის კოლექცია პრესას და ინფლუენსერებს განსაკუთრებულ გარემოში, Chicos Tbilisi-ში წარუდგინა.
„ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი ბრენდის მიმართ, რადგან ჩვენი მომხმარებლები განსაკუთრებით ემზადებიან ქორწილისთვის, ბანკეტისთვის, საზღვაო სეზონისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი კოლექცია განსხვავებულ გარემოში წარგვედგინა პრესისა და ინფლუენსერებისთვის. კონცეპტმა ე.წ. Cook the look კიდევ უფრო საინტერესო გახადა ჩვენი ღონისძიება. ინფლუენსერებმა საინტერესო ლუქები შექმნეს და გაუზიარეს რჩევები გამომწერებს.
გვიხარია, რომ ასე ძალიან ელოდნენ მომხმარებლები ბრენდის დაბრუნებას და, რა თქმა უნდა, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. წლის განმავლობაში კიდევ გაიხსნება Parfois-ის მაღაზიები და აქვე გავამხელთ, რომ დავბრუნდებით ბათუმშიც, სადაც მოუთმენლად გველიან“. - თამარ ბოდოკია, პარფუას ბრენდ მენეჯერი.
პორტუგალიური ბრენდი პარფუა 1994 წელს დაარსდა და მისი მიზანია შექმნას ტენდენციური აქსესუარების, ჩანთებისა და უკვე ტანსაცმლის კოლექცია ყველანაირი გემოვნების ქალბატონისთვის.
Parfois-ის მაღაზიას შეგიძლიათ ეწვიოთ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“.
დაწერე კომენტარი