ნიუ-იორკში, გალერეა Helena Anrather-ში ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის გამოფენა გაიმართა, სადაც არტისტის ფოტოები და ინსტალაცია - “ფუგები” იყო წარმოდგენილი.
საგამოფენო დარბაზში ცენტრალური “სცენა” ბამბის ფარდებს ეჭირა, რომლებზეც სხვადასხვა სახეობის ყვავილის პრინტები იყო აღბეჭდილი. ამ ნახევრად გამჭვირვალე ინსტალაციის პარალელურად კი კედლებზე მცენარეული საფარის ფოტოები, რამდენიმე პორტრეტი და აბსტრაქტული ნამუშევარი იყო გამოფენილი.
ამ მხრივ გამოფენის სახელწოდება - “ფუგები” - შემთხვევითი არ არის, რადგან მუსიკალური ფუგების მსგავსად, სადაც მთავარ მელოდიასთან სხვადასხვაგვარი აკომპანიმენტები ერთმანეთს იმიტირებენ, აქაც სხვადასხვა ნამუშევრები ერთმანეთთან მსგავსების მიხედვით არის შერჩეული და საინტერესო პოლიფონია იქმნება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Artnews
დაწერე კომენტარი