მაღალი ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომლებზე მორგებული ჯანსაღი გარემო ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის იდეალური სამუშაო ადგილიაყოველი ახალი სამუშაო დღის დასაწყებად კი - მოტივაციის დამატებითი წყარო, თუმცა ჩვენს რეალობაში იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ კომპანიებს, სადაც კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ განვითარებასთან ერთად, მოტივაციისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად დასაქმებულებს სამუშაო საათების განმავლობაში შემოქმედებით აქტივობებში, თამაშებსა და რელაქსაციისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში ჩართვას სთავაზობენ. ყოველივე ეს  მუდმივად იზიდავს ახალ ტალანტებს, უკვე არსებულ თანამშრომლებს კი - სტაბილურ სამუშაო გარემოს უქმნის

 

 

 კომპანია Making Science Sweeft, რომელიც წლებია სხვადასხვა ბრენდს მარკეტინგულ და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებს სთავაზობს, ამ მხრივ ნამდვილად ყველასგან გამოირჩევა, რადგან, გარდა კმაყოფილი ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისა, ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლებზე ზრუნვა და  კომფორტული, განვითარებაზე ორიენტირებულიშთაგონებით სავსე გარემოს შექმნა მათი ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

 

 

 თანამშრომელი რომ პრიორიტეტია, ეს ერთი შეხედვით შენობის ინტერიერშიც კარგად ჩანს. ვარდისფერი დეტალებით თვალშისაცემია თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის ფერადი გარემო რბილი ავეჯითა და საქანელებით, შეხვედრების ოთახებით, რომელთაც,  Facebook-ისა და Google-ის მსგავსი სხვადასხვა წამყვანი ბრენდის სახელი ჰქვია. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ  ადამიანმა ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად თავი კომფორტულად და პროდუქტიულად იგრძნოს, შესვენების დროს კიმაგიდის ფეხბურთის, ფლეისთეიშენის, ჭადრაკისა თუ ბილიარდის თამაშით განიტვირთოს. რაც მთავარია, ამ აქტივობების განრიგს, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში წინასწარ დგება, ყველა თანამშრომელი იცნობს, შესაბამისად, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ისინი არა  მხოლოდ პროფესიულ ასპარეზზეარამედ კალათბურთის ან ფეხბურთის მოედანზეც ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს.

 

 

 პროფესიონალიზმი  სწორედ ისაა, რაზეც გუნდში ყველაზე მეტს ფიქრობენ. ამიტომაც აქ დასაქმებულებს ხშირად ეძლევათ საშუალება, შიდა ტრენინგებსა  თუ საერთაშორისო კონფერენციებზე ცოდნაც გაიღრმაონ და მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირებიც დაამყარონ. გარდა ამისა, კომპანია თავის თანამშრომლებს როგორც შიდა, ისე  თავადვე მოძიებული სხვა  მათთვის საინტერესო კურსის დაფინანსებაში ეხმარება. ცოდნასა და უნარებს ყველაზე ეფექტურად ვინც იყენებს, სამ თვეში ერთხელ ინდივიდუალურად, ექვს თვეში ერთხელ კი ლიდთან ერთად ვლინდება, რისთვისაც საკუთარი თავისა თუ სხვა თანამშრომლების კიდევ უფრო მეტი შთაგონებისა და მოტივაციისთვის ქვეყნის შიგნით დაუვიწყარი მოგზაურობით საჩუქრდება.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი