კანში გამართულ ჩვენებაზე დონატელა ვერსაჩემ და დუა ლიპამ ახალი ერთობლივი კოლექცია - La Vacanza წარადგინეს. ჩვენება Château de La Croix des Gares-ში გაიმართა, რომელიც ლერინის კუნძულზე მდებარეობს.
“დუა ლიპა ძალიან ნიჭიერია, ამიტომ მაშინვე გამიჩნდა მასთან მუშაობის სურვილი”, - განაცხადა დონატელამ ჩვენებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. “დუა თანამედროვე ქალია, თავდაჯერებული და ძლიერი. მინდოდა, რომ ეს კოლექცია ყოფილიყო იმაზე, რაც დღეს ხდება. ჩემთვის ეს არის ხალისი, თავისუფლება და ფუფუნება".
“ძალიან მიყვარს ზაფხული და ჩემთვის ეს კოლექცია წლის საუკეთესო სეზონის ზეიმია. ის იდეალურია ზაფხულისთვის - იქნება ეს აუზთან წოლა ლამაზ პრინტიან ბიკინიში თუ ჰაეროვანი კაბები ცხელი ზაფხულის საღამოს ცეკვებისთვის… დუას უყვარს მოდა, მე კი მუსიკა - იდეალური დუეტი ვართ! მუშაობისას თითქოს არდადეგებზე ვიყავით და სწორედ ეს სულისკვეთება გვინდა იგრძნოს იმ ხალხმა, ვინც ჩვენს ტანსაცმელს ჩაიცვამს”.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი