ბრიტანელი მხატვარი დემიენ ჰირსტი ახალ ნამუშევრებს აქვეყნებს. ეს არის ცისარტყელისა და გულის ნახატები, რომელთა თითოეული ფერიც იმავე ფერის პეპლის ფრთებითაა გაფორმებული და არტისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, Butterflies-ის სტილს იმეორებს.
ცისარტყელისა და გულის ნახატების შექმნის იდეა, როგორც იმედის და სოლიდარობის სიმბოლოს და ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ყოველი ექიმის, საავადმყოფოსა თუ ქველმოქმედის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით გაჩნდა. ნამუშევრების ლიმიტირებული რაოდენობის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს (NHS) გადაერიცხება.
მხატვრის თქმით, შემდგომი დეტალები მისი ინსტაგრამის საშუალებით გახდება ცნობილი.
დაწერე კომენტარი