რეჟისორი სოფია კოპოლა პირველ წიგნს აქვეყნებს Archive:1999-2023, რომელიც მისი ფილმების სეტებზე გადაღებულ, აქამდე არნახულ ფოტოებს, ისევე როგორც სცენარებს, ილუსტრაციებს, წერილებს და ჩანახატებს მოიცავს.
ფოტომასალა სოფია კოპოლას მთელ კარიერას ასახავს, მათ შორის მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს - The Virgin Suicides და ახალ პროექტს - ბიოგრაფიულ ფილმს პრისცილა პრესლიზე, რომელიც ჯერ არ გამოსულა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორის მიერ გადაღებული ფოტოების გარდა, წიგნში სხვა არტისტების ნამუშევრებიც შევა, მაგალითად, ბრიტანელი ფოტოგრაფის, კორინ დეის გადაღებული ფოტოები The Virgin Suicides-ის სეტზე.
Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოპოლამ განაცხადა, რომ წიგნი ერთგვარი დღიურია, რომლის აწყობაც რეჟისორმა პანდემიის დროს დაიწყო.
წყარო: Andrew Durham / MACK
დაწერე კომენტარი