სკარლეტ იოჰანსონი Prada-ს განახლებული დიზაინის ხელჩანთების სარეკლამო კამპანიაში, The Glass Age-ში მონაწილეობს, რომლისთვისაც ფოტოები ალექს და კორტემ გადაიღო.
“სკარლეტი თავად ანარეკლია საკუთარი თავის, სარკისებური გამოსახულებაა… Galleria-ს კამპანიაში, იოჰანსონი წმინდა ფერებად გარდაიქმნება”.
მოდის სახლის მიხედვით, კამპანიისთვის სკარლეტ იოჰანსონი მისი უნიკალური სამსახიობო კარიერის გამო შეირჩა, რომლის მანძილზეც მსახიობმა რადიკალურად სხვადასხვა განსხვავებული იმიჯი მოირგო.
და კორტეს ფოტოგრაფია ხშირად პოპ-კულტურით და სიურრეალიზმით არის შთაგონებული, რაც Prada-ს ახალი კამპანიის მთავარი თემატიკაცაა.
კამპანიის ფარგლებში დე კორტე წარმოაჩენს, რა კავშირი აქვს მოდის სახლს პოპულარულ კულტურასთან და როგორ შეიცვალა ბრენდი დროსთან ერთად.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Prada
დაწერე კომენტარი