კორონავირუსისგან გამოწვეული იზოლაციის პირობებში, რამდენიმე არტისტისთვის არსებული მდგომარეობა ინსპირაციის წყაროდ იქცა, შედეგად, მათი შემოქმედება სამუდამოდ შეინახავს ისტორიის იმ ნაწილს, სადაც ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

იტალიელი ფოტოგრაფი რიკარდო რასპა ზემოთ ხსენებულ არტისტებს შორის ერთ-ერთია. ის კორონავირუსის გამოჩენამდე ლონდონში, მეგობრების ბინაში ცხოვრობდა. ბრიტანეთში დიდი მოგზაურობის შემდეგ, მას ვირუსის გამო მშობლიურ იტალიაში დაბრუნება მოუწია. “პანდემიის დროს ხვდები, რომ ძალიან რთულია სტაბილური თავშესაფრის გარეშე დარჩენა ისეთი მოგზაურისთვისაც კი, როგორიც მე ვარ. უკანასკნელი, რაზეც მინდა ვიფიქრო, ეს ჩემი მეგობრებისთვის საფრთხის შექმნაა.” იგი აღიარებს, რომ გადაწყვეტილების  მიღება (დარჩენილიყო მეგობრებთან ერთად ლონდონში თუ დაბრუნებულიყო იტალიაში და თვითიზოლაციაში ყოფილიყო 15 დღის განმავლობაში) ძალიან რთული აღმოჩნდა.

უკანასკნელი ოთხი კვირა მან ბრიტანეთში თავის მეგობართან ერთად გაატარა. ისინი კარანტინს ძალიან სასიამოვნოდ ატარებდნენ: თამაშობდნენ ჭადრაკს, ხატავდნენ, მზარეულობდნენ. მათ მოკლემეტრაჟიანი ფილმიც კი გადაიღეს. ახლა კი იტალიის პატარა პროვინციაში, ასისიში, კარანტინში იმყოფება. მისთვის ეს ახალი გამოწვევა არც ისე მარტივია, თუმცა ის მაქსიმალურად ცდილობს შეეგუოს არსებულ რეალობას.

გთავაზობთ ფოტოგრაფ რიკარდო რასპას თვალით დანახულ მოგზაურობას იტალიასა და ბრიტანეთს შორის:

ტაქსის მძღოლი, ზაჰავი ჰყვება მისი შეყვარებულის შესახებ, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე თურქეთში ისვენებდა, ახლა კი უკან ვერ ბრუნდება



ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მე-4 ტერმინალი



ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მე-4 ტერმინალი



ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მე-4 ტერმინალი



ლონდონის ჰითროუს აეროპტი, მე-4 ტერმინალი



ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, მე-4 ტერმინალი



Alitalia-ს სპეციალური რეისი. 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადეები და ხელთათმანები აუცილებელია, მიმდინარეობს ტემპერატურის შემოწმება



Alitalia ბოინგი 777-300ER. 1-2-მეტრიანი დისტანციის შესანარჩუნებლად ტლანსატლანტიკური თვითმფრინავი შეარჩიეს. მუდმივად იმეორებენ, რომ პირბადეები სულ უნდა გვეკეთოს



Roma Fiumicino Airport. თვითმფრინავი დაფრინდა



თვითმფრინავს 10-კაციან ჯგუფებად ვტოვებთ. ვინარჩუნებთ 1-2-მეტრიან დისტანციას



Roma Fiumicino Airport-ის თანამშრომლები



Roma Fiumicino Airport



დაქირავებულ მანქანაში საღამოს 7 საათზე. გზა თავისუფალია



საღამოს 10 საათი. დანიშნულების ადგილი. ასისი