შანხაისა და მოსკოვის მსგავსად ლონდონის მოდის კვირეულიც ვირტუალურად ჩატარდება. ბრიტანეთის მოდის საბჭომ პირველად მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. როგორც წესი, ქალისა და მამაკაცის კოლექციების ჩვენება ცალ-ცალკე ღონისძიებებად ტარდება, თუმცა პანდემიის გამო წელს ასე არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინპორტალის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ვიცით, რომ მოდის კვირეულის თარიღი უცვლელი რჩება და 12 ივნისს მაყურებელი კოლექციების ნახვას შეძლებს.




„ამჟამინდელ პანდემიას მივყავართ იქამდე, რომ დავფიქრდეთ და ჩვენს ფასეულობებს გადავხედოთ. გავაანალიზოთ, როგორ გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ და როგორ გავაფართოვოთ ბიზნესი“, - ამბობს ბრიტანეთის მოდის საბჭოს კონსული კაროლინა რუში. „კულტურული მოდის კვირეულის პლატფორმის შექმნით ჩვენ ვცდილობთ შევეგუოთ და მოვერგოთ ციფრულ ინოვაციებს, რომლებიც ჩვენს მოთხოვნილებებს შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებს. პორტალი არ იქნება გამოსავალი მხოლოდ დღევანდელი სიტუაციიდან, ის იქნება მომავალი განვითარებისთვისაც“.