Sundance co//ab ონლაინპლატფორმაა,  რომლის მიზანი ახალი არტისტების აღმოჩენა, მათი განვითარება და შთაგონებაა. პლატფორმა მოიცავს ვიდეოგაკვეთილებს, ონლაინკურსებს, მასტერკლასებს.  Sundance co//ab არის სივრცე, სადაც არტისტებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების გაზიარება და პროფესიონალებისგან რჩევების მიღება. 

კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე Sundance co//ab-ის ადმინისტრაციამ არტისტების მხარდაჭერის მიზნით, საიტზე დარეგისტრირება და ონლაინპლატფორმით სარგებლობა სრულიად უფასო გახადა. “ჩვენ ყველას ერთად გვიწევს ამ პერიოდის გავლა და Sundance co//ab-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იგრძნოთ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი და თქვენი საქმიანობის მიმართ”.  -აღნიშნეს განცხადებაში. 

ეწვიეთ საიტს, დარეგისტრირდით, გაეცანით თქვენთვის საინტერესო თემებს სრულიად უფასოდ.